четверг, 24 апреля 2014 г.

გაკვეთილის თემა
ნუგზარ შატაიძის ,,მოგზაურობა აფრიკაში’’
გაკვეთილის მიზანი
ტექსტის მიზნის ამოცნობა, მასში აღწერილი პრობლემის გაანალიზება, ტექსტის ენაზე დაკვირვება. ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, დაკვირვების, მსჯელობითი და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სწავლების საფეხური
IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
20
მოსწავლის სტანდატი
IX.1.მსჯელობისას იყენებს საინფორმაციო წყაროებიდან  და მხატვრული ტექსტებიდან სხვადასხვა ფაქტობრივ  და სტატისტიკურ მონაცემებს, ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება ან არ ეთანხმება. ითვალისწინებს ან არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.
IX.2.ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ. მოიძიებს მასალას, შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისთვის.
 IX.6.ახდენს სხვადასხვა ტექსტში წარმოდგენილი მოვლენების , ფაქტებისა და პერსონაჟთა თვისებების, ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას.
 IX.7. ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობას მათ დანიშნულებაზე.
მუშაობის ფორმა
მუშაობა მთელ კლასთან, ჯგუფური.
შეფასება
რუბრიკით.
 თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
1.(6წთ.) მასწავლებლის მოკლე შესავალი განწყობის შესაქმნელად. მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და ვთხოვ, დამეხმარონ მათ  მიღწევაში.ყურადღებას ვამახვილებ ლტოლვილი ბიჭის  მხატვრულ სახეზე, იმ შემზარავ დრამაზე, რაც მას და მის თანატოლებს დაატყდათ თავს აფხაზეთის ომის შედეგად, შემდეგ როგორ ხდება ბავშვი  დედის ძალადობის მსხვერპლი. როგორ მიდის ტყვარჩელში მამის მოსაძებნად, მაგრამ როგორ ბრუნდება უკან იმედგაცრუებული.
2.(10წთ.) მოსწავლეები წარმოადგენენ წინასწარ მოძიებულ მასალებს აფხაზეთის ომზე, ინტერვიუებს. მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს, გამოფენილი აქვთ ფოტოები, ნახატები.
3.(10წთ) თითოეული ჯგუფის მსჯელობა პრობლემურ მონაკვეთებზე. (შემოწმდება მსჯელობითი უნარი.)
4.(5წთ) სტრეტეგია 3,2,1 გამოყენება. მოსწავლეები დაასახელებენ ტექსტიდან 3 ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომლებმაც მიიპყრო მათი ყურადღება, გამოყოფენ 2 საკითხს, რაზეც მეთი უნდათ, რომ იცოდნენ, ან თუ რაიმე დარჩათ ბუნდოვანი.
 5.(8წთ) ტესტური გამოკითხვა. ჯგუფის ყველა წევრი შემოწმდება ტესტური კითხვებით, შემოწმდება, იყვნენ ყველა წევრი ჩართული ჯგუფურ მუშაობაში?
6.(4წთ) მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ მოსაზრებებს. ვიყენებთ კოგნიტურ დიაგრამას. ვთვოვ მოსწავლეებს შეავსონ სქემა, რომელიც ფორმატზეა დახაზული.(შეფასდება დასკვნების გაკეთების უნარი დაკვირვებითა და ჩანაწერებით.) 7.(2წთ)  საშინაო დავალების მიცემა. დაწერონ ესე-,, ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ , მკერდმოჭრილი უსაქართველოდ...’’
საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები
დაფა, ცარცი, მარკერი, ფორმათი, ინფორმაციის წაროები.


კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
გაკვეთილის მიზნის ამოცნობა
მოსწავლეს  საერთოდ არ შეუძლია გაკვეთილის მიზნის წვდომა.
 მოსწავლეს უჭირს მიზნის ამოცნობა.
ხარვეზებით გადმოსცემს მიზანს.
შეუძლია წვდომა, მაგრამ არ არის სრულყოფილი.
მოსწალე სრულყოფილად გადმოსცემს გაკვეთილის მიზანს.
გაკვეთილის პრობლემის  ამოცნობა-გაანალიზება
მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია პრობლემის გამოკვეთა.
მოსწავლეს უჭირს პრობლემის გამოკვეთა .
ხარვეზებით გადმოსცემს პრობლემას.
შეუძლია პრობლემის გამოკვეთა, მაგრამ აკლია სრულყოფილება..
მოსწავლე სრულყოფილად აანალიზებს პრობლემას.
მსჯელობის უნარების განვითარება
მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია მსჯელობა.
მოსწავლეს უჭირს მსჯელობა.
მოსწავლე ზერელედ მსჯელობს.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა.
მოსწავლე სიღრმისეულად მსჯელობს.
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი
მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
მოსწავლეს უჭირს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
მოსწავლე ხარვეზებით , არასრულყოფილად მოიძიებს ინფორმაციას.
 მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძიება.
მოსწავლის მიერ მოძიებული ინფორმაცია სიღრმისეულად არის მოძიებული.